“ აპრილში დანიშნული ყველა სპექტაკლი მოიხსნა”- გორის თეატრის მსახიობს კორონავირუსი დაუდასტურდა

გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა აპრილში ჩანიშნული ყველა სპექტაკლი რეპერტუარიდან მოხსნა. ამის მიზეზი ის ფაქტი გახდა, რომ თეატრის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა.

„აპრილში დანიშნული ყველა სპექტაკლი მოიხსნა, მაყურებელს ბილეთების დაბრუნება შეუძლია თეატრის სალაროში, ასევე შეუძლია გამოიყენოს მომავალში დანიშნულ სპექტაკლებზე“, – აცხადებენ თეატრის ადმინისტრაციაში.

პანდემიით გამოწვეული რამდენიმეთვიანი ტაიმ-აუტის შემდეგ, გ. ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა ფუნქციონირება 1-ლი აპრილიდან განაახლა და 2 აპრილს, მაყურებელს ფლორიან ზელენის პიესა „ვაჟიშვილის“ მიხედვით დადგმული ამავე სახელწოდების სპექტაკლის პრემიერა წარუდგინა.

კოვიდ 19-ის დადასტურების გამო, გორის თეატრის რეპერტუარიდან მოიხსნა თოჯინური სპექტაკლი „მზის სხივი“, „ვაჟიშვილი“, „კარლსონი“ და საბა ასლამაზიშვილის რეჟისორული ნამუშევრის – „სტრიპტიზი“ პრემიერა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები