ოზურგეთში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ოზურგეთში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ოჯახი უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანილი.

ადგილზე სახანძრო – სამაშველო ბრიგადებია მობილიზებული და ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ.

როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში განაცხადეს, დაზარალებულ ოჯახს დროებით ქირით უზრუნველყოფენ. უწყების ინფორმაციით, სპეციალური კომისია ზარალს შეისწავლის და დაზარალებულ ოჯახს დაეხმარება.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები