შვეიცარიის ელჩის მესტიაში ვიზიტის ფარგლებში სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში გამოფენა მოეწყო

 შვეიცარიის ელჩი საქართველოში პატრიკ ფრანცენი მესტიას ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, ვიზიტის ფარგლებში,ელჩი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილეს ნინო ვიბლიანსა და მესტიის მერს კაპიტონ ჟორჟოლიანს შეხვდა.

როგორც სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციაშია აღნიშნული, მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ, მათ შორის, განიხილეს შვეიცარიის მიერ დაფინანსებული პროექტები, რომელიც რეგიონში ხორციელდება და სამომავლო გეგმები დასახეს.

დღესვე,  საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან მჭიდრო თანამშრომლობით, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში შვეიცარიის საელჩოს გამოფენა „პოსტერებით გადმოცემული შვეიცარია და საქართველო” გაიხსნა.

გამოფენაზე წარმოდგენილია 30-მდე შვეიცარიული და ქართული პოსტერი, რომელიც ტურიზმის განვითარებისა და ორივე ქვეყნის ღირსშესანიშნაობების პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა. გამოფენის ნახვა დამთვალიერებლებს 2021 წლის 31 მაისამდე შეეძლებათ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები