სენაკი-ფოთი-სარფის საერთაშორისო საავტომობილო გზის ხობის მონაკვეთზე გარე განათების სისტემა ეწყობა

სენაკი-ფოთი-სარფის საერთაშორისო საავტომობილო გზის ხობის მონაკვეთზე (ქვემო ქვალონის, საგვიჩიოს, ჭალადიდისა და პატარა ფოთის ადმინისტრაციული ერთეულები) გარე განათების სისტემის მოწყობა მიმდინარეობს.

ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 4 მილიონ 72 ათასი ლარია.

“თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განათების სიტემა 23-კილომეტრიან მონაკვეთზე მოეწყობა.
გარე განათების მოწყობის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა გაეცნენ.
პროექტს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები