ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს 190 ათასი ევროს ღირებულების სამედიცინო აპარატურა გადაეცა

ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკური საავადმყოფოს190 ათასი ევროს ღირებულების სამედიცინო აპარატურა გადაეცა.

თანამედროვე სამედიცინო ინვენტარი კლინიკას, ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ჩეხეთის საელჩომ გადასცა. კერძოდ, კლინიკამ მიიღო ჩვილის სხივური გამათბობელი, ელექტროკუაგულაციის დანა, რეანიმაციული პედანტი და სამშობიარო საწოლი.

შეხვედრას ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო ურთიერთობების  მინისტრის მოადგილე  მიქელ ამარსოვა, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში  პეტრ მიკისკა  და  აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები