ქუთაისში ჩხობაძის კლინიკის კოვიდგანყოფილებიდან პაციენტი გადახტა და გარდაიცვალა – დაწყებულია გამოძიება

ქუთაისში, ჩხობაძის სახელობის კლინიკაში კოვიდგანყოფილებიდან პაციენტი გადახტა.

არსებული ინფორმაციით, 64 წლის მამაკაცი, რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტი საავადმყოფოში შვილთან ერთად ხუთი დღის განმავლობაში მკურნალობდა, მოულოდნელად კი ფანჯრიდან გადახტა.

ამ დროისთვის, მომხდარის მიზეზი უცნობია, როგორც კლინიკაში ამბობენ, მას რაიმე ფსიქიკური დაავადება არ ჰქონდა.

ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.

როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლითა არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანის მცდელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები