ომარ ტაკიძე შუბნის ბაღში სააღმზრდელო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო

შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე, საკრებულოს წევრ ფრიდონ ფუტკარაძესთან ერთად შუბნის საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო.

ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

“საბავშვო ბაღი უზრუნველყოფილია შესაბამისი სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებებით, აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარითა და სადეზინფექციო ხსნარებით, პერსონალს რეგულარულად უტარდება ტესტირება.

ომარ ტაკიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, ყველამ დაიცვას დადგენილი რეგულაციები, რომლის მონიტორინგი პერმანენტულად განხორციელდება.

დღეის მდგომარეობით, მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები