შუახევის მერიაში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ომარ ტაკიძემ მერიის სამსახურის უფროსებთან, განყოფილებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

“შეხვედრაზე ისაუბრეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, ინფრასტრუქტურული ღონისძიებებისა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელებაზე, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის საკითხებზე, საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით, უახლოეს დღეებში აქტიურად დაიწყება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ღონისძიებების განხორციელება. შესყიდვების სამსახურის მიერ ტენდერების 90% გამოცხადებულია, რაც ხელს შეუწყობს ინფრასტრუქტურული ღონისძიებების დროულად დაწყებასა და დასრულებას.

მოსახლეობა აქტიურადაა ჩართული მერიაში მოქმედ სხვადასხვა სოციალურ პროგრამებში. სააღმზრდელო დაწესებულებაში არ დაფიქსირებულა კორონა ვირუსის შემთხვევა. ბაგა-ბაღებში სასწავლო პროცესი მიმდინარეობს ჯანდაცვის რეკომენდაციის დაცვით. ამოქმედდა მიწის დახვნის სახელმწიფო პროგრამა, რომლითაც ადგილობრივი ფერმერები უფასოდ სარგებლობენ.

შეხვედრას, აჭარის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები – ფრიდონ ფუტკარაძე და ანზორ ბოლქვაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე და მერის მოადგილე რუსუდან შავაძე ესწრებოდნენ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები