ანანაურისა და აბაშისწილის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სოფელ ანანაურისა და სოფელ აბაშისწილის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა.

როგორც “რეგიონულ კვირას” ლაგოდეხის მერიიდან აცნობეს, მუნიციპალიტეტის მერი მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

ჯონდო მდივნიშვილის განცხადებით, 700 მეტრი გზის მონაკვეთზე დაიგო ახალი ასფალტო-ბეტონის საფარი. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 299 780 ლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები