გორში, ეთნოგრაფიულ მუზეუმში ნუმიზმატიკური სივრცე გაიხსნა

გორში, ეთნოგრაფიულ მუზეუმში ნუმიზმატიკური სივრცე გაიხსნა. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, ღონისძიებას გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, USAID-ის ზრდა პროექტისა და ()იპ კულტურისა და ტურიზმის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები, ნუმიზმატები, არქეოლოგები და ისტორიკოსები ესწრებოდნენ.

“ახალი სივრცის გახსნამდე გორის მერმა მადლობის სიგელები გადასცა ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო ნუმიზმატიკური კოლექციის აღდგენაში.

მუზეუმის ახალ სივრცეში წარმოდგენილია სამონეტო განძები და უნიკალური მონეტები. მათ შორის ყველა აღმოჩენილია მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე. მათი ქრონოლოგია იწყება პრემონეტარული პერიოდიდან (ძვ. II -I ათასწლეულები) და სრულდება 1834 წლით. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საუკუნეების მანძილზე ჩვენს ქვეყანაში გადიოდა სტრატეგიული მნიშვნელობის სავაჭრო გზები.

ნუმიზმატიკური კოლექციის აღდგენა და ევროპული სტანდარტების ტიპის სივრცის მოწყობა, განხორციელდა USAID/Zrda ფინანსური მხარდაჭერით. აღნიშნული ორგანიზაციის დახმარებით ამავე მუზეუმში მოეწყო საგანმანათლებლო სივრცეც. გარდა ეთნოგრაფიული მუზეუმისა, ამავე პროექტის ფარგლებში ტურისტული ნივთებით აღიჭურვა ნიკო ლომოურის სახელობის მემორიალური მუზეუმიც.

წარმოდგენილი მუზეუმების განვითარების მიზნით, გორის მერიამ გრანტი 2020 წელს USAID-ის ზრდა პროექტის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მოიპოვა.

ეთნოგრაფიული მუზეუმი დამთვარიელებლებს ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში დადგენილი წესებისა და სტანდარტების დაცვით მასპინძლობს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები