სოციო-ეკონომიკური მდგომარეობა, ინფრასტრუქტურული პროექტები – ონის მერიაში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, მერმა დავით ჩიკვაიძემ შეხვედრა  სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებთან გამართა.
“შეხვედრაზე საუბარი შეეხო მუნიციპალიტეტში არსებულ სოციალურ- ეკომომიკურ მდგომარეობას, საგაზაფხულო სამუშაოების დროულად დაწყებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები და სხვა აქტულური თემები.
სამსახურების ხელმძღვანელებმა, ისაუბრეს მიმდინარე სიახლეების შესახებ და წარმოადგინეს ინფორმცია უახლოეს პერიოდში დაგეგმილი აქტივობების შესახებ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები