სოციო-ეკონომიკური და ეპიდვითარება, ინფრასტრუქტურული პროექტები – ლერი ბარნაბიშვილმა შოთა რეხვიაშვილთან ერთად ქვემო ქართლში სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლერი ბარნაბიშვილმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან, შოთა რეხვიაშვილთან ერთად, რეგიონში შემავალი თვითმმართველი ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ქვემო ქართლის სახელმწიფო ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათი თქმით, შეხვედრაზე რეგიონში არსებული სოციალურ – ეკონომიკური და ეპიდემიოლოგიური ვითარების, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებისა და არსებული გამოწვევების შესახებ იმსჯელეს.

“საუბარი შეეხებო ხელისუფლების ძალისხმევითა და კერძო სექტორის ჩართულობით, რეგიონში პრიორიტეტული მიმართულებებით უკვე შესრულებულ და ამ ეტაპზე მიმდინარე ისეთ მასშტაბურ პროექტებს როგორიცაა რუსთავში ახალადგახსნილი სამკერვალო საწარმო – „ქართლი ტექსტილი“, სადაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ქვემო ქართლში, ერთი ბიზნესიდან სამუშაო ადგილების რეკორდული რაოდენობა შეიქმნა.
ასევე, რუსთავშივე განხორციელდა ღვარცოფსაწინააღმდეგო სანიაღვრე არხების მოწყობის პროცესიც, რაც წლების განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საჭიროებას წარმოადგენდა – წლების განმავლობაში ქალაქი ტერიტორია მთებიდან წამოსული წვიმის ნაკადით იტბორებოდა.
საუბარი შეეხეო რეგიონში, ტურიზმის სფეროს განვითარების მიმართულებით არსებულ რესურსს და ამ მიმართულებით მიმდინარე 40 მილიონი დოლარის ღირებულების ყველაზე მასშტაბურ საინვესტიციო პროექტს, რომელსაც წალკის მუნიციპალიტეტში, ქართულ მხარესთან აქტიური თანამშრომლობით ებრაული კომპანია KASS LAND ახორციელებს.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ოპერატიული რეაგირების მიზნით, დიალოგის რეჟიმში განიხილეს, რეგიონის მასშტაბით არსებული საჭიროებები. დაიგეგმა ერთობლივად განსახორციელებელი ღონისძიებები”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები