ხულოში მოღვაწე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს მადლობის სიგელები გადაეცათ

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის, თემის სამედიცინო პუნქტისა და ხულოს ევექსის ჰოსპიტალის ექიმებსა და მედდებს, ჯანმრთელობის დაცვისა და განსაკუთრებით, პანდემიის პერიოდში გაწეული თავდაუზოგავი საქმიანობისათვის მადლობის სიგელები გადაეცათ.

მედიკოსებს მადლობა ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვხატანგ ბერიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ჯუმბერ დიმიტრაძემ, აჭარის ა.რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა ანზორ ბოლქვაძემ და ფრიდონ ფუტკარაძემ გადაუხადეს.

,,დღეს მქონდა პატივი, პირადად გადამეხადა მადლობა ჩვენი მედიკოსებისათვის. იმ დიდი შრომისა და თავდადებისათვის, რომელიც მათ კორონავირუსთან ბრძოლაში გამოიჩინეს, მათ დიდი წვლილი მიუძღვით ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის შენარჩუნებაში. ეს ადამიანები საკუთარი ჯანმრთელობის ფასადაც კი, ღირსეულად იბრძვიან ვირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე და ემსახურებიან ჩვენს თანამოქალაქეებს, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მუნიციპალიტეტის მერიის სახელით და წარმატებები ვუსურვო“- განაცხადა ვახტანგ ბერიძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები