თავდაცვის მინისტრმა აჭარაში ლოჯისტიკის ცენტრის განახლებული ბაზა მოინახულა

თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე აჭარის რეგიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოების გაცნობას განაგრძობს. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით,  მინისტრი ლოჯისტიკის ცენტრ (დასავლეთი) მე-4 შენახვის განყოფილების სამხედრო ბაზაზე დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.

მინისტრმა ადგილზე მოინახულა ორსართულიანი ყაზარმა, რომელსაც შიდა და გარე სრული სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა. ასევე, დასრულდა სასადილოს შენობის რემონტი და ბაზის გარე პერიმეტრის შემოღობვა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები