იმერეთის სამხარეო პოლიციასთან დაპირისპირება მოხდა

იმერეთის სამხარეო პოლიციასთან ხმაური და დაპირისპირება იყო. დაპირისპირება სამხარეო პოლიციის ეზოდანავტომობილების გამოსვლას მოჰყვა. დაკავებული მოჭიდავეების წულუკიძეების და ჭელიძეების ახლობლებმა სამართალდამცველებს გადაადგილების უფლება არ მისცეს. აქციის მონაწილეების გზიდან გადაყვანა სამართალდამცავებმა სცადეს. დაკავებულების ახლობლების თქმით, არ გაჩერდებიან, ვიდრე უდანაშაულო დაკავებულებს არ გაათავისუფლებენ.

აქციის მონაწილეებმა საქალაქო სასამართლოსკენ გადაინაცვლეს მსვლელობით, სადაც 17.00 საათზე სასამართლო პროცესი გაიმართება.

როგორც დაკავებული პირების ადვოკატი აცხადებს, დაკავებულებს ბრალი წარუდგინეს 225-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ძალადობას გულისხმობს. ადვოკატის თქმით, დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და მათი მხრიდან რაიმე ძალადობას გამორიცხავენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები