ონის მერიაში მეწარმეებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ, პირველ მოადგილესთან გიორგი მახათაძესთან ერთად, გეგმიური სამუშაო შეხვედრა გამართა შპს “იერი”, შპს „ ცოტნე“, შპს „ჯეი ემ კომპანი’, შპს „ონის სერვის ჯგუფი“, შპს „ ორვო“ შპს “ექსპერტიზა მშენებლობა დიზაინის” , შპს „მპტ“ ასევე ამხანაგობა „ დელტამშენი“ წარმომადგენლებთან. ინფორმაციას ონის მერია ავრცელებს.
“შეხვედრაზე ისაუბრეს ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოების განახლებასთან დაკავშირებულ საყურადღებო საკითხებზე.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა აღნიშნული სამუშაოების შესრულების ხარისხზე, დასრულების ვადებზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის ზედამხედველობის სამსახურის, სამშენებლო სარემონტო სამუშაოების ინსპექტირების მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის, ასევე სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები