ხობში 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული რეზერვისტის გოგა ბერაიას სახელობის თასის გათამაშება დაიწყო

პირველი ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში, გოგა ბერაიას სახელობის სტადიონზე, სტარტი აიღო 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული რეზერვისტის გოგა ბერაიას სახელობის თასის გათამაშებამ მინი-ფეხბურთში. ინფორმაციას ხობის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, ტურნირში ქარიატის, პირველი ხორგის, შუა ხორგის, ახალსოფლის, ჭალადიდის, საგვიჩიოს და ქალაქ ხობის გუნდები მონაწილეობენ.
ფინალური შეხვედრები და გამარჯვებულთა დაჯილდოება 19 აპრილს გაიმართება.
სპორტული ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანიზებით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები