1 077 ახალი შემთხვევა და 442 გამოჯანმრთელებული – კოვიდსტატისტიკა რეგიონებში

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 077 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 293 321-ს.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 077 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 641 შემთხვევა, აჭარა – 97, იმერეთი – 52, ქვემო ქართლი – 44, შიდა ქართლი – 38, გურია – 27, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 109, კახეთი – 36, მცხეთა-მთიანეთი – 22, სამცხე-ჯავახეთი – 5, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 548, საიდანაც: 2 720 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 381, აჭარაში – 391, იმერეთში – 361. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 466 პირი, მათ შორის, თბილისში – 224, აჭარაში – 67, იმერეთში -77. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 87 პირი, მათგან თბილისში – 62, აჭარაში – 8, იმერეთში – 8. 400 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 209 – თბილისში, 177 – აჭარაში. 6 428 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 331 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 249, ხოლო აჭარაში – 4.

სულ 6 ოქტომბრიდან – 15 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 380 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15 263 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 442 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 279 831-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 916 პირი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები