გამწვანების აქცია ბოლნისში – დაბა კაზრეთში მდებარე პარკში 10 სახეობის ხე-მცენარე დაირგო

დაბა კაზრეთში გამწვანების აქცია მოეწყო. პარკში, საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში, შპს “ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკის“ თანამშრომლებმა 10 სახეობის 40 ხე-მცენარე დარგეს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს. 

მათი ინფორმაციით, გამწვანების აქციაში  მონაწილეობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა და სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა კონსტანტინე კორძაძემ მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ დაბა კაზრეთის  გარდა, ხე-მცენარეები ქალაქ ბოლნისში მდებარე პარკშიც დაირგო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები