“სუფთა რეგიონი 2020” – კონკურსში გამარჯვებულები 8 ნომინაციაში დასახელდა

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით, კონკურსის „სუფთა რეგიონი 2020“ გამარჯვებულების დაჯილდოეობის ღონისძიება გაიმართა.

წელს,  „სუფთა რეგიონის“ კონკურსის დაჯილდოების ღონისძიება მეხუთედ აღინიშნა და გამარჯვებულები 8 ნომინაციაში გამოვლინდა. კონკურსის პერიოდში, მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ორგანიზატორებისთვის ჩამოთვლილი ნომინაციების ამსახველი ფოტო/ვიდეო მასალები წარმოედგინათ.
2020 წლის „სუფთა რეგიონის“ კონკურსის ნომინაციებში გამარჯვებულები არიან:
„სუფთა რეგიონი 2020“ – კახეთის რეგიონი „სუფთა ქალაქი 2020“ – ქ. ქუთაისი „სუფთა მუნიციპალიტეტი 2020“ – ზუგდიდის მუნიციპალიტეტი „სუფთა სოფელი 2020“ – სოფელი ზედა ეწერი (სამეგრელო-ზემო სვანეთი) „ლამაზი აივანი 2020“ – რუსუდან ხარგელია (ქ. ზუგდიდი) „სუფთა/ლამაზი ქუჩა 2020“ – ს. ზაქარიაძის ქუჩა (ქ. თბილისი) და გამსახურდიას გამზირი (ქ. ზუგდიდი) „საწარმოს ლამაზი ეზო 2020“ – შპს „ღვინაშვილების მარანი“ (ქ. საგარეჯო) „ლამაზი ეზო 2020″ – ლუიზა ფანცულაია (ხონის მუნიციპალიტეტი) კონკურსის ჟიურის გადაწყვეტილებით სიგელები გადაეცა: • ლაგოდეხისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებს – ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის; • სოფლების ხურჩა და ველისციხის წარმომადგენლებს ნომინაციაში სუფთა/ლამაზი ეზო; სიგელი ასევე გადაეცა ეთერ პატარაიას (ქ.თბილისი, წყნეთი); • ნომინაციაში სუფთა/ლამაზი ქუჩა, სიგელი მიენიჭა გოგებაშვილის ქუჩას (ქ. გორი).

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები