ონში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლაშა შალამბერიძე ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს და ადგილობრივ მეფუტკრეებს შეხვდა. ინფორმაციას ონის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ონის მუნიციპალიტეტში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელების საკითხს.
ლაშა შალამბერიძის განცხადებით, ყველა ადმინისტრაციულ ერთულში ფაროსანას გავრცელების პრევენციისთვის განთავსდება ფერომონები, მოხდება მასშტაბების დადგენა და წერტილოვანი შეწამვლები . უკიდურეს შემთხვევაში კი ღამით განხორციელდება თერმული ნისლით შეწამვლა, რის შესახებაც მეფუტკრეები წინასწარ იქნებიან ინფორმირებული.
“შეხვედრას ესწრებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო – საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენლები”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები