ონის მერიაში სამუშაო შეხვედრაზე მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ ისაუბრეს

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ეკა მაისურაძემ მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან. ამის შესახებ “კვირას” ონის მერიიდან აცნობეს.
“შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე , კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით მუნიციპალიტეტში დაგეგმილ საჭირო ღონისძიებების განხორციელებაზე
და გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები.
წარმომადგენლემა ისაუბრეს,ასევე განიხილეს ადმინისტრაციულ ერთეულებში ამ პერიოდისთვის გამოკვეთილი პრობლემური საკითხები,იმსჯელეს მათი მოგვარების გზებზე”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები