ჯონდო მდივნიშვილი: პროექტი წარმატებულად აისახება მერიის ეფექტურ საქმიანობაზე და მოსახლეობის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისა და  მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ხელშეკრულების საფუძველზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში პროექტი „საქართველოს მუნიციპალიტეტებში ელექტრონული სერვისების დანერგვა და განვითარება” ხორციელდება. ინფორმაციას ამის შესახებ ლაგოდეხის მერია ავრცელებს.
როგორც მერიიდან “რეგიონულ კვირას” აცნობეს, პროექტის მიზანია, ელექტრონული მმართველობის ერთიანი სტანდარტის შექმნა საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში.

პროექტის ფარგლებში, ახალი ელექტრონული სისტემის დანერგვის მიზნით, დაიწყო ლაგოდეხის მერიის თანამშრომელთა დატრენინგება-გადამზადება. სასწავლო-სამუშაო შეხვედრები ოთხ თვეს გასტანს.

“მივესალმები ახალი თანამედროვე ინოვაციის დანერგვას მერიაში, ამ პერიოდისათვის დაიწყო ახალი ელექტრონული სერვისის დანერგვის ეტაპით განსაზღვრული სამუშაოების განხორციელება, მოხდება სისტემის შესწავლა და შემდგომ სერვერის რეალურ რეჟიმში ჩაშვება, თანამშრომლების გადამზადება უკვე დაიწყო ჯგუფური და ინდივიდუალური სამუშაო შეხვედრების საშუალებით. საერთო ჯამში, ვფიქრობ, პროექტი წარმატებულად აისახება მერიის ეფექტურ საქმიანობაზე და მოსახლეობის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე“, – განაცხადა ჯონდო მდივნიშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები