ლაგოდეხში ახალი კლასტერი სავარაუდოდ ეკლესიას უკავშირდება – ინფიცირებულია 50-მდე ადამიანი

ლაგოდეხში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვის ზრდა, სავარაუდოდ, ეკლესიის მრევლის კლასტერს უკავშირდება, საიდანაც უკვე 50-მდე ადამიანია ინფიცირებული.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, პრევენციის მიზნით, ლაგოდეხში რამდენიმე სოფელში გაფართოებული ტესტირება იგეგმება.

მისი თქმით, ინფიცირებულთა რიცხვი მიმდინარე თვეში 70-მდე გაიზარდა. მათ შორის არიან სასულიერო პირები, ბავშვები და პედაგოგები.
ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, რეგიონში წერტილოვანი შეზღუდვები ამ ეტაპზე არ განიხილება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები