კასპის სოფლებში ინფიცირების შემთხვევების კლების ტენდენციაა, თუმცა პოლიციის საგუშაგოები კვლავ რჩება

კასპის მუნიციპალიტეტში, სადაც კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა მკვეთრად მატების გამო, პოლიციის სამისაგუშაგო მოეწყო, ბოლო 24 საათში მხოლოდ შვიდი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ კასპის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ნონიაშვილმა განაცხადა.

“სტაბილური მდგომარეობა ნარჩუნდება. ბოლო 24 საათში გაიტესტა 106 პირი, აქედან სულ შვიდი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. აღნიშნული შემთხვევებიდან, ორი ქვემო ჭალა-იგოეთი კლასტერიდანაა. ვაგრძელებთ დაკვირვებას, გრძელდება პოლიციის პუნქტებზე თერმოსკრინინგი.

სოფლებში, სადაც ინფიცირების შემთხვევათა მატება შეინიშნებოდა, თვითიზოლაციაში რჩება 72 ადამიანი. დღეს დილით დამატებით გაიტესტა კიდევ 20 პირი”, – განაცხადა კასპის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ნონიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები