გორში ანწუხელიძის ქუჩაზე საბავშვო ბაღი შენდება

გორში, ანწუხელიძის ქუჩაზე საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. ინფორმაცია “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს. 

მათი ცნობით, სამუშაოები გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა დაათვალიერა.

პროექტის ღირებულება 2 570 000 ლარია.

“სააღმზრდელო დაწესებულება, რომლის მშენებლობაც მიმდინარე წლის ნოემბერში უნდა დასრულდეს, 180 ბავშვს მოემსახურება. ორსართულიანი შენობის საერთო ფართი 1 520 კვ.მ-ია. შენობაში მოეწყობა გასახდელები, ბუფეტი, საკუჭნაო, დარბაზი, საძინებელი, სათამაშო, პროდუქტების შესანახი, ექიმის, ადმინისტრაციის, ჭურჭლის სარეცხი, სამზარეულოს, ლიფტის, საევაკუაციო კიბისა და საქვაბეოთახები. პროექტის მიხედვით, დაგეგმილია ასევე, საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობა. გათვალისწინებულია ატრაქციონების, სათამაშო ქვიშისმოედნების, საქანელების, ეზოს სკამების, საჩრდილობელი ფანჩატურების, ნაგვის ურნებისა დასასმელი წყლის შადრევნების მოწყობა. ენერგეტიკულირესურსების მოხმარების შემცირებისა და ბიუჯეტისდაზოგვის მიზნით, განხორციელდება შენობისთბოიზოლაცია. იგეგმება სასმელი წყლის, საკანალიზაციო, ელექტრო, გათბობის, გაგრილებისა დასავენტილაციო სისტემების მონტაჟი. პროექტსახორციელებს მუნიციპალური განვითარების ფონდიევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით, საქართველოს ურბანული რეკონსტრუქციისა დაგანვითარების პროექტის ფარგლებში”, -განაცხადეს მერიაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები