„ჯორჯიან მანგანეზი“: მდინარე ჯრუჭულასთან არსებულ ავარიულ მოსაცდელს რეკონსტრუქცია ჩაუტარდება

ჭიათურაში, ქალაქის შესასვლელში, მდინარე ჯრუჭულასთან არსებულ ავარიულ მოსაცდელს რეკონსტრუქცია ჩაუტარდება და პირველადი იერსახე დაუბრუნდება.

“ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივით, ასევე, იგეგმება მოსაცდელის გვერდით არსებული დაზიანებული კედლის აღდგენაც.

მდინარე ჯრუჭულას მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგების ფარგლებში, ამჯერად, კომპანიამ ჭიათურის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და სატრანსპორტო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, ხიდთან არსებული მონუმენტური ძეგლის მიმდებარე ტერიტორია და ფერდობი გაწმინდა.

მსგავსი სამუშაოები ჭიათურის მერიასთან ერთად პერმანენტულად გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ „ჯორჯიან მანგანეზმა“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად, ცოტა ხნის წინ, ახალი მონუმენტური ძეგლის ესკიზების შექმნაზე კონკურსი გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები