“კახეთის 5 მუნიციპალიტეტი მზადაა კოვიდვაქცინაციის დასაწყებად”

კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ყვარლის ევექსის კლინიკაში გუბერნატორმა, ირაკლი შიოშვილმა და დაავადებათა კონტროლის კახეთის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა, ნელი ხიზანიშვილმა მონიტორინგი განახორციელეს.
„დღეის მდგომარეობით, კახეთის რეგიონის სამ სამედიცინო დაწესებულებაში მიმდინარეობს კოვიდვაქცინაცია, მოსახლეობისთვის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, უახლოეს პერიოდში შესაძლებელია დანარჩენ 5 მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის დაწყება” – განაცხადა ირაკლი შიოშვილმა.

ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, მონიტორინგის შედეგად ნათელი გახდა, რომ კახეთის დანარჩენ 5 მუნიციპალიტეტში სამედიცინო დაწესებულებებში არსებობს მზაობა მოქალაქეებისთვის კოვიდვაქცინაციის შესაბამის პირობებში ჩასატარებლად.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები