ახალციხეში, ერთ-ერთ კორპუსში გაზმა გაჟონა – მოიწამლა 3 ადამიანი მათ შორის არასრულწლოვნებიც

ახალციხეში, ცხრა აპრილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში გაზის გაჟონვის შედეგად სამი ადამიანი მოიწამლა.

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამივე მოქალაქე ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა, მათგან ორი არასრულწლოვანია.

ექიმ მაია ქიტიაშვილის თქმით, მათთან ორი პაციენტის – ერთი არასრულწლოვნის და ზრდასრულის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მესამის კი შედარებით მძიმე.

კომპანია „ინტერგაზში“ ამბობენ, რომ მომხდარის შესახებ იციან და ადგილზე მათი სპეციალისტები მუშაობენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები