ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა, მაია შავაძეს ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული ისტორიული გამარჯვება მიულოცა და მადლობის სიგელი გადასცა
ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ ახალგაზრდა ჩემპიონ მაია შავაძეს ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული ისტორიული გამარჯვება მიულოცა და მადლობის სიგელი გადასცა. ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მაია შავაძემ (46 კგ) თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, 15-წლამდელთა შორის, ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა სპორტსმენმა ფინალურ შეხვედრაში მოლდოველი მოჭიდავე რუსალინა პორტარუ ანგარიშით 4:2 დაამარცხა და საქართველოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.
“აღსანიშნავია, რომ მაია შავაძე პირველი ქართველი გოგონაა, რომელმაც ამ ასაკობრივ კატეგორიაში საქართველოსთვის ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედლის მოპოვება შეძლო.
ვახტანგ ბერიძემ მაია შავაძეს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ მისი გამარჯვება ახალგაზრდა თაობისთვის დიდი მოტივაცია და მაგალითია,”- წერია ინფორმაციაში.
