მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების კვირეულის ფარგლებში, მცხეთის დღის ცენტრს – “მომავლის რწმენას” ესტუმრნენ
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები – გიორგი მძევაშვილი და გოგა თალაშვილი, ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების კვირეულის ფარგლებში, მცხეთის დღის ცენტრს – “მომავლის რწმენას” ესტუმრნენ. ინფორმაციას მცხეთის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბენეფიციარებს ბავშვთა საერთაშორისო დღე მიულოცეს, ტკბილეულის სასაჩუქრე ნაკრები გადასცეს და მათი ნამუშევრები დაათვალიერეს.
ასევე, ღონისძიების ფარგლებში ბავშვების მიერ შესრულდა მუსიკალური ნომრები.
“ღონისძიებას, მერის მოადგილეებთან ერთად, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელი, ნინო ჭიჭინაძე და სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ,”- წერია ინფორმაციაში.
