გორის მერი “ასტრაზენეკას” ვაქცინით საჯაროდ აიცრა

გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი დღეს გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში „ასტრაზენეკას” ვაქცინით საჯაროდ აიცრა.
მედიკოსების დაკვირვების შემდეგ, გორის მერი სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდა და თავს კარგად გრძნობს.
„თუ გვინდა, რომ პანდემია დავამარცხოთ, აუცილებელია ავიცრათ, გამოვიყენოთ პირბადე და დავიცვათ ყველა ის რეკომენდაცია, რასაც სპეციალისტები გვირჩევენ. როგორც კი ასაკობრივი ზღვარი დაიწია 55 წლამდე, დავრეგისტრირდი და ვიცრები საჯაროდ, რადგან ყველას მოვუწოდო და ვაჩვენოთ, რომ აცრა უსაფრთხოა და აუცილებელი. ვაქცინაცია არის ყველაზე სწორი გზა. იმედი მაქვს, რომ ყველა ერთად დავამარცხებთ ამ ვერაგ ვირუსს”. – განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა.
როგორც გორის მერიაში აცხადებენ,  55 წლის და ზემოთ ასაკის მოქალაქეების COVID-19-ის საწინააღმდეგო
ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია დაწყებულია.
“ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრებში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებში. ვაქცინაციის პროცესში ამ ეტაპზე ჩართულია 24 სტაციონარული დაწესებულება.
http://stratcom.gov.ge/s/fe7d8
რეგისტრაციის პორტალი: https://booking.moh.gov.ge/
რეგისტრაციის ინსტრუქცია:
https://fb.watch/4c2mI8hKtj/
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზი – 15 22 ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 09:00 საათიდან 23:00 საათამდე მუშაობს
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა!
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას.
ვრცლად : http://stratcom.gov.ge/s/d14b2

ბოლო 24 საათში გორის მუნიციპალიტეტში გვაქვს 8 ახალი დადასტურებული შემთვევა. ამ ეტაპზე კოვიდ 19 -ით მუნიციპალიტეტში 68 პირი მკურნალობს”,- ნათქვამია გორის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები