ნელი ხიზანიშვილი: კაჭრეთში დაინფიცირებულები ერთ სამსახურში დასაქმებულები არიან, მოსახლეობას ტესტირება ჩაუტარდა

სოფელ კაჭრეთში ინფიცირების გამოვლენის შემდეგ ეპიდემიოლოგებმა იმუშავეს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით,  გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში კორონავირუსის ექვსივე შემთხვევა ერთ სამსახურში დასაქმებულებს უკავშირდება.

ნელი ხიზანიშვილი მოსახლეობას რეგულაციების დაცვისკენ, ხოლო იმ მოქალაქეებს, რომელთაც ვაქცინაცია ეკუთვნით, დროული აცრისკენ მოუწოდებს.

„ადგილობრივ მოსახლეობას უკვე ჩაუტარდა სწრაფი ტესტი. დამატებითი ინფიცირების შემთხვევა არ გამოვლენილა. ინფიცირებულები ერთ სამსახურში დასაქმებულები არიან.  ეს არ არის კარგის ნიშანი. ყველა ინფიცირებული და მათი კონტაქტები თვითიზოლაციაში გადავიდნენ. ინფიცირების წყარო არ არის ცნობილი, თუმცა გამოვლენის შემდეგ სოფელ კაჭრეთში ეპიდემიოლოგებმა იმუშავეს.

მოსახლეობას მოვუწოდებ, დაიცვან რეგულაციებით დადგენილი წესები და ვისაც ვაქცინაცია ეკუთვნის, დროულად ჩაიტაროს აცრა“, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები