სავარაუდო შურისძიება გურჯაანში – მოკლული კაცის ნათესავებმა მალხაზ ბადუაშვილის სამაცივრე მეურნეობა დაწვეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ე. წ კრიმინალური ავტორიტეტის მალხაზ ბადუაშვილის სამაცივრე მეურნეობა დაწვეს.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა, რის შედეფადაც თითქმის მთლიანად განადგურდა ხილის შესანახი საწყობები.

ადგილობრივების თქმით, მომხდარი სავარაუდოდ, 25 მარტს მომხდარ ინციდენტს უკავშირდება, როდესაც ბიძაშვილმა ტურიაშვილებმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ბადუაშვილის მისამართით ისროლეს, რა დროსაც ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ბადუაშვილთან ერთად მყოფი სამი ადამიანი მძიმედ დაიჭრა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები