გლოლაში შიდასასოფლო გზები თოვლისგან სრულად გაიწმინდა

ონის მუნიციპალიტეტში სოფლებამდე მისასვლელი და სოფლის შიდა გზების მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ინფორმაციას ადგილობრივი მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე სოფელ გლოლაში შიდასაუბნო გზები თოვლისგან სრულიად გაწმენდილია.

“გზების მონიტორინგი ყოველდღიურად გრძელდება და გაწმენდითი სამუშაოები საჭიროების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც განხორციელდება”, – აცხადებენ მერიაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები