გორში გაუჩინარებული მამაკაცი პოლიციამ გარდაცვლილი იპოვა

გორში გაუჩინარებული ახალგაზრდა მამაკაცი პოლიციამ დღეს გარდაცვლილი იპოვა. ცხედარი ოჯახის წევრებმა ამოიცნეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, ამ დროისთვის ცხედრის ექსპერტიზაა ჩანიშნული.

ცნობისთვის, ახალგაზრდა მამაკაცი რამდენიმე თვის წინ გაუჩინარდა და მას სამართალდამცველები ეძებდნენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები