ამბროლაურში „სოფლის პროგრამის“ ფარგლებში შეხვედრები დასრულდა

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა-ამ ინფორმაციას ადგილობრივი მერია ავრცელებს. მათივე განმარტებით მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე, სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტში შემავალ ყველა სოფელში უკვე იმყოფებოდნენ. სოფლების დიდ ნაწილში პრიორიტეტებად გარე განათების მოწყობა განისაზღვრა, განსახორციელებელ პროექტებად ასევე შიდა გზების რეაბილიტაცია, წყალსადენი სისტემების მოწესრიგება, გაბიონებისა და სანიაღვრე არხების გაკეთებ შეირჩა. ,,პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის თითოეულ სოფელში, 10-დან 16 ათას ლარამდე ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება. მნიშვნელოვანია, რომ განსახორციელებელი პროექტების პრიორიტეტულობას მოსახლეობა თავად განსაზღვრავს. შესაბამისად, ეს პროგრამა ხელს უწყობს მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას მათი სოფლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებასა და თემის პრიორიტეტების შერჩევაში”. – აცხადებს ზვიად მხეიძე. ცნობისთვის ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, ამბროლაურში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები 19 თებერვლიდან 5 მარტამდე მიმდინარეობდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები