რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში კოვიდინფიცირების 10 ახალი შემთხვევიდან 7 ცაგერს უკავშირდება

6 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1,8%-ს შეადგენს, ბოლო 14 დღის – 1,6%-ს, ბოლო 7 დღის – 1,44%-ს. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მერეთი – 48, შიდა ქართლი – 30, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 23, კახეთი – 19, აჭარა – 17, გურია – 14, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 10, ქვემო ქართლი – 8, მცხეთა-მთიანეთი – 6, სამცხე-ჯავახეთი – 4.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში 10 დადასტურებული შემთხვევიდან 7 ცაგერის მუნიციპალიტეტს , უკავშირდება,-ამის შესახებ „რეგიონულ კვირას“ ცაგერის ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა თეა გურგუჩიანმა განუცხადა. მისი გამარტებით, ყველა მათგანი ამ ეტაპისთვის, ბინაზე ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ გადიან მკურნალობას.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში თვითიზოლაციაში სულ 70-მდე მოქალაქე იმყოფება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები