შიდა ქართლში კოვიდ-19-ის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

stopcov.ge-ზე განახლებული ინფორმაციის თანახმად, შიდა ქართლის რეგიონში კოვიდინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მთავრობის ადმინისტაციის ცნობით, ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდინფიცირების 133 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 10 678 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 456 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 222 PCR ტესტით.
რაც შეეხება სხვა რეგიონებს, დედაქალაქის შემდეგ ყველაზე მეტი შემთხვევა გასული 24 საათის განმავლობაში, იმერეთში დაფიქსირდა, სადაც 20 ახალი კოვიდინფიცირებული გამოვლინდა.
“დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 133 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 78 შემთხვევა, აჭარა – 3, იმერეთი – 20, ქვემო ქართლი – 1, შიდა ქართლი – 8, გურია – 3, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 14, კახეთი – 2, მცხეთა-მთიანეთი – 1, სამცხე-ჯავახეთი – 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2.”,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსს ქვეყანაში 12 პაციენტი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები