ფარნა მახოხაშვილი მასზე ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო, რამაც ბებიამისის სიკვდილი გამოიწვია, “ტვ პირველისთვის” სასამართლოში ჩივილს აპირებს

ფარნა მახოხაშვილი მასზე ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო, რამაც მისი ბებიის გარდაცვალება გამოიწვია, აპირებს „ტვ პირველს“ სასამართლოში უჩივლოს.

კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს თანამშრომელი ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. აღნიშნული პოსტით იგი უარყოფს, რომ გორში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის ფანჯრები მან ჩაამსხვრია.

„ტვ პირველმა“ ჩემს მიმართ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა, ვითომ მე ჩავამტვრიე „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის ფანჯრები გორში, რაც აბსოლუტური ტყუილია. ამ მატყუარა ტელევიზიების ყურებისას ჩემი მოხუცი ბებია შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა, რასაც არასდროს ვაპატიებ მატყუარა, მოძალადეებს.

„ტვ პირველმა“ ეს ტყუილი გაავრცელა იმიტომ, რომ ირაკლი კობახიძესთან მაქვს გადაღებული ფოტო, რაც გაავრცელა კიდეც ისე, რომ არც კი მკითხა „ტვ პირველმა“ ჩემი პირადი ფოტოების გავრცელებაზე თანხმობა.

მერამდენე ადამიანის სიცოცხლე უნდა შეიწიროს მათმა ტყუილმა და ფსიქოლოგიურმა ტერორმა? აუცილებლად ვაგებინებ პასუხს სასამართლოს გზით ამ მავნებლებს ჩემი შეურაცხყოფისთვის და რაც მთავარია, ბებიის გამო, რომელსაც მათმა ტერორმა და ტყუილმა სიცოცხლე წაართვა!“, – წერს ფარნა მახოხაშვილი.

პოლიციამ გორში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისის დაზიანების ფაქტზე მეოთხე პირი დღეს დააკავეს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები