გასულ 24 საათში ქვემო ქართლში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 9-ით გაიზარდა

ქვემო ქართლის რეგიონში ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ ვებგვერდზე Stopcov.ge გაავრცელა.

“დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 360 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 194 შემთხვევა, აჭარა – 14, იმერეთი – 50, ქვემო ქართლი – 9, შიდა ქართლი – 35, გურია – 11, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 25, კახეთი – 8, მცხეთა-მთიანეთი – 8, სამცხე-ჯავახეთი – 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4”,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები