კახეთში კოვიდ 19-ის 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ქვეყანაში გამოვლენილი 360 კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევიდან 8 კახეთში გამოვლინდა.
ამის შესახებ ინფორმაცია,
მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

“დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 360 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 194 შემთხვევა, აჭარა – 14, იმერეთი – 50, ქვემო ქართლი – 9, შიდა ქართლი – 35, გურია – 11, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 25, კახეთი – 8, მცხეთა-მთიანეთი – 8, სამცხე-ჯავახეთი – 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4”,- ნათქვამია განცხადებაში.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კი ვირუსს ჯამში 3 541 პირი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები