გიორგი სახოკია გურიის ბაღებში სააღმზრდელო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო

გურიის რეგიონში მოქმედ ყველა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით განახლდა. საბავშვო ბაღებში განახლებულ სასწავლო პროცესს სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი სახოკია გაეცნო – ინფორმაციას გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
დაწესებულებებმა ფუნქციონირება შეფერხების გარეშე გამართული ინფრასტრუქტურით დაიწყეს, საბავშვო ბაღებში უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება საკვები პროდუქტებით მომარაგება.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, სტანდარტების შესაბამისად, მოწყობილია სააღმზრდელო ოთახები, საძინებლები, სამზარეულო, სველი წერტილები და გათბობა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები