გორში 5 საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი ვერ განახლდა

გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, მოადგილესთან პაატა ივანიშვილთან და სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელთან ლია კოვზიაშვილთან ერთად, სააღმზრდელო პროცესს #11 საბავშვო ბაღში გაეცნო. გორის მუნიციპალიტეტის ყველა სააღმზრდელო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი COVID19-ის გავრცელების პრევენციული ზომების დაცვით მიმდინარეობს.

აღსაზრდელებისა და პერსონალის ჯანმრთელობის უზრუნველყოფის მიზნით, მუდმივ რეჟიმში განხორციელდება საბავშვო ბაღების მონიტორინგი. პერსონალს ეტაპობრივად ჩაუტარდება ტესტირებაცპანდემიიდან გამომდინარე დასწრება თავისუფალია.

დღეს, სასწავლო პროცესი სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის გამო, მუნიციპალიტეტის მხოლოდ 5 საბავშვო ბაღში ვერ განახლდა. ხუთივე ბაღში სასწავლო პროცესი მაქსიმალურად მოკლე დროში აღდგება.

გორის მუნიციპალიტეტში 64 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, სადაც 6 ათასამდე აღსაზრდელია რეგისტრირებული.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები