რუსთავში გამართული აქციის მონაწილეები ქვემო ქართლის გუბერნატორსა და რუსთავის მაჟორიტარს ხვდებიან

რუსთავში გამართული აქციის ორგანიზატორებმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტარციაში გადაინაცვლეს, სადაც მათ შოთა რეხვიაშვილი, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა და რუსთავის მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძე ხვდებიან.

ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ მძღოლებმა რუსთავის შემოსასვლელი გადაკეტეს და აპროტესტებდნენ საწვავზე ფასების ზრდას. აქციის მონაწილეების მთავარი მოითხოვა ქალაქის პირველ პირებთნ შეხვედრა იყო. ადგილზე რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული მივიდა და აქციის ორგანიზატორებს საუბრის გაგრძელება ადმინისტრაციის შენობაში შესთავაზა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები