10, 12 და 20 ათას ლარიანი პროექტები – ლანჩხუთში მოსახლეობა პრიორიტეტულ პრობლემებს ირჩევს

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“  ფარგლებში პრიორიტეტების გამოვლენის მიზნით  ნიგვზიანის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობასთან შეხვედრა შედგა, რომელსაც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე, ბესიკ ტაბიძე ესწრებოდნენ. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მერიის ინფორმაციით, მათ ადგილზე მოისმინეს და იმსჯელეს იმ  საჭიროებებზე, რაც მოსახლეობას  ამ დროისთვის აწუხებს.
“პროგრამის ფარგლებში  სოფელ ნიგვზიანს – 20 000 ლარი, არჩეულს – 12 000 ლარი, ჩანჩეთს – 10 000 ლარი, ხოლო ხაჯალიას -20 000 ლარი გამოეყო.
,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება”, – ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები