რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში, კოვიდინფიცირების შემთხვევა არ გამოვლენილა

 

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 147-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 268.502-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 147 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 64 შემთხვევა, აჭარა – 11, იმერეთი – 28, ქვემო ქართლი – 1, შიდა ქართლი – 16, გურია – 10, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 12, კახეთი – 4, მცხეთა-მთიანეთი – 1, სამცხე-ჯავახეთი – 0, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში შემავალი მუნიციპალიტრეტების-ონის, ამბროლაურის, ცაგერისა და ლენტეხის ადგილობრივი ჯანდაცვიც ცენტრის ხელმძღვანელთა განცხადებით,მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონში 5 მოქალაქეს სწრაფი ტესტირება ჩაუტარდა, ყველა პასუხი უარყოფითია.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში ამ მომენტისთვის თვითიზოლაციაში 42 ადამიანი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები