წალკაში ადგილობრივმა ქუჩაში სადისტურად მოკლული ძაღლი იპოვა

წალკის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთმა ადგილობრივმა ქუჩაში ფეხებშეკრული მკვდარი ძაღლი იპოვა და ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

როგორც ადგილობრივი წერს არ იცის ვინ მოიქცა ასე, წინააღმდეგ შემთხვევაში სამართალდამცველებს  აუცილებლად შეატყობინებდა.

“ზოგჯერ ძალიან მრცხვენია, რომ იმ ადამიანების გვერდით ვცხოვრობ, ვინც ეს ჩაიდინა. რატომ განიჭებთ სიამოვნებას საცოდავი ცხოველის ფეხების გაკვრა და მისი მოკვლა?! დილით ვიპოვე ქუჩაში. არ ვიცი ვინ,რა ვითარებაში გააკეთა ეს, მაგრამ სიამოვნებით ვაცნობებდი პოლიციას რომ მენახა. მრცხვენია! ამის გამკეთებელი წალკელი რომ არის, მრცხვენია!”, – წერს ადგილობრივი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები