ქარელში მუსხელიშვილისა და ფიროსმანის ქუჩების დამაკავშირებელი ხიდის მოწყობის სამუშაოები დაიწყო
ქარელში მუსხელიშვილისა და ფიროსმანის ქუჩების დამაკავშირებელი ხიდის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. ინფორმაციას ქარელის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქარელის მუნიციპალიტეტის მერი, ზაზა გულიაშვილი ადგილზე გაეცნო მიმდინარე პროცესს.
“პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია რკინა-ბეტონის ბურჯების მოწყობა და ხიდის სავალი ნაწილის მონტაჟი ლითონის კონსტრუქციებით. სამუშაოებს ასრულებს ი.მ „გიორგი სადაღაშვილი”. პროექტი მიმდინარეობს ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით,”- წერია ინფორმაციაში.
