მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პოსტი დავით ნოზაძემ დაიკავა

პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობას დავით ნოზაძე დაიკავებს. აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერმა დღეს მიიღო.

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ყოფილმა გუბერნატორმა, შალვა კერესელიძემ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა და მეათე მოწვევის პარლამეტის წევრი გახდა. დღემდე რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობას მანანა ნარიმანიძე ასრულებდა.

დავით ნოზაძე პროფესიით იურისტია, მას განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. დავით ნოზაძეს აქვს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილება. სხვადასხვა პერიოდში იგი მუშაობდა არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოში, მათ შორის ასრულებდა სააგენტოს უფროსის მოვალეობას, იყო სააგენტოს თბილისის პრობაციის ბიუროს უფროსი, უწყების იურისტი, 2004-2010 წლებში კი კერძო სექტორში საქმიანობდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები